kids.ge logo

მარის ჯამბაზები

ფავორიტებში დამატება

დაბადების დღეზე დედამ
სიურპრიზი გამიკეთა,
საჩუქარიც ამას ჰქვია-
ჯამბაზები მოიწვია.
სახედახატულები და შარვალჩაჩულები,
ვარდისფერი პარიკით
და სასაცილო ყურებით.
გვამღერეს და გვაცეკვეს,
გვაცინეს და იცინეს.
ცხვირ-პირი მოთხუპნეს
დედებს და ბიძიებს.
ბოლოს, იონს მივუხვდით
მე და ჩემი ძამიკო:
ჯამბაზებში ვიცანით
დედიკო და მამიკო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მხიარული ზაფხულიეს რა მალე დამთავრდა მხიარული ზაფხული?.. მოდი, ყველას მოვუყვეთ ვინ სად იყო წასული. ზოგი მთაში გახლდათ და ... სათამაშო მობილურიგუშინ დედამ მომიტანა მობილური ტელეფონი, ზარები აქვს მხიარული და ფერადი ახლავს ფონი. პატარაა, ვარდისფერი, ...ჩურჩხელაგემრიელი ნუგბარია, ჩვენში უყვარს თითქმის ყველას. ჭკუას გმატებს, ძალას შეგძენს ნიგვზიანი ეს ჩურჩხელა. თევზ...ინტერნეტ-გმირითხუთმეტ ნინძას ნიღბიანს ვეომები დილიდან, თაგვს რომ დავაწკაუნებ, ჩემს ჭკუაზე ვახტუნებ. ახალ ეტაპს დავიწყებ...ბრძენი პაპას სიტყვებითუკი კარგი შვილი ხარ, სწავლა არ გეზარება, მაშინ შენი სიკარგით სამშობლოც გეყვარება. თუ შენს მეგობრობაში ეჭ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „მარის ჯამბაზები“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026