kids.ge logo

დღეობა აქვს მაჩვს

ფავორიტებში დამატება

დღება აქვს მაჩვს,
ვერ ასვენებს თათს
- უსაჩუქროდ არ მოხვიდე!
მესიჯებს თახვს.

- ტორს ტორტი გამოყოლე,
ნუ შეირცხვენ თავს,-
აი,უკვე მერამდენედ
შეახსენა დათვს.

- ბუშტები კარგად გაბერე,
ნუ დაზოგავ თავს.
პიტარდებიც შენზე იყოს-
გადასძახა წავს.

ჯერ ხესაც არ გამოუსხამს,
მაგრამ ითხოვს წაბლს.
- თათს ბლომად გამოყოლე,-
დაბარა ზღარბს.

სოროს დაგვა,წმენდა,რეცხვა
დავალა თაგვს,
ჯამ-ჭურჭელის მოტანა კი
დაკისრა ცხვარს.

ტახმა ტახტი მოტანა
სტუმარს იტევს ათს.
ვისაც სკამზე ვერ დატევს,
მაჩვი დასხამს აქ!

მაგიდა და ჯირკი მოაქვს
ტყის ბოლოდან თხას,
წელი სწყდება,ემძიმება,
მაგრამ სხვა გზა აქვს?!

დოლ-გარმონი,გუდასტვირი
ზურგით მოაქვს ციყვს.
საქმე ყველას ჩეჩქვადა აქვს
დაეხმაროს ვინ?

ბულბული და შაშვიც მოდის,
მოაქვთ ტკბილი ხმა.
- ძალზედ მჩატედ მოსულხართო,-
მაჩვი ჭმუხნის წარბს.

ფუტკარი ცვილს ეზიდება,
მგელი ართავს ძაფს,
ტორტი უსანთლოდ,რომ დახვდეს
რა გაასწრებს მაჩვს?

მოკლედ, ტყეში დიდი დღეა,
დღება აქვს მაჩვს,
ჰოდა, ისიც მხირულობს,
ცეკვავს,ხტის და ჭამს,
სტუმრებს ზედაც არ უყურებს,
მარტო იქცევს თავს.
გეკითხებით ამისთანას
ზრდილობა თუ აქვს?

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნინო მზესელის სხვა ლექსები:

დღეობა აქვს მაჩვს
დღეობა აქვს მაჩვს,
ვერ ასვენებს თათს...
ინტერნეტი ტყეში
კომპიუტერს თუ არ სწყალობ
და არ იცი უცხო ენა,...
ბაჯბაჯა ბელი
ბაჯბაჯა ბელს რა უნდა?
ერთი დიდი სკა უნდა!...
მუსიკოსები ტყიდან
__ მე დავიჭერ წინწილას,
თათსწრაფი და მკვირცხლი ვარ....
ორი დათვი
ერთხელ ორი დათუნია,
დილით ადრე ადგა, ...
„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნინო მზესელის ლექსი „დღეობა აქვს მაჩვს“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „დღეობა აქვს მაჩვს“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დიასამიძე:


Kids.ge-ს რჩევები

იყავით მაგალითი

აჩვენეთ თქვენს ოჯახის წევრებს, როგორ უნდა იყვნენ ერთმანეთის მხარდამჭერები.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ზრდილობაზე და ლექსები დღესასწაულებზე

მაია წიგნაძე
ზებრას იუბილე

მაია წიგნაძე

დაპატიჟა ცხოველები,
იუბილეს იხდის ზებრა,...
ჯანსუღ ნიქაბაძე
თოჯინების თეატრში

ჯანსუღ ნიქაბაძე

შეიკრიბა სცენაზე
ცხოველების ჯარი,...
მანანა ტონია
ფისო და ლისია

მანანა ტონია

შარშან ფისო გვაჩუქეს,
პაწაწინა კატუნა,...
მაია მიქაია
ერთგულება

მაია მიქაია

ზღარბუნიას, შემოდგომის
გრილი წვიმით ნასველებს,...
გივი ჭიჭინაძე
დათუნია დრუნჩა

გივი ჭიჭინაძე

დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ზრდილობაზე და ლექსები დღესასწაულებზე

ნოდარ დუმბაძე
პრანჭიები

ნოდარ დუმბაძე

სულ ერთი ციცქნა, პაწია
ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას,...
ლუარა ჭანტურია
შაშვი

ლუარა ჭანტურია

იციმციმე და აენთე,
ციცქნა ბავშვებში გაერთე,...
ლელა გაბური
ჟ - ერო

ლელა გაბური

დღეს სამეფო ჟეროს,
ულამაზეს ფრთოსანს,...
ელიზბარ გაბუნია
მამალი

ელიზბარ გაბუნია

იცით მამალი რას გვაძლევს?
რას და ხორცსა და ბუნდღასო,...
ლუარა ჭანტურია
ჩიტის ბუდე

ლუარა ჭანტურია

ალექსანდრემ ბუდე ნახა
ბარტყი იჯდა პაწია,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, ლექსები ზრდილობაზე და ლექსები დღესასწაულებზე

მანანა ტონია
მგელი და კრავი

მანანა ტონია

ერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა,
დაკარგვია, თურმე, შვილი,...
მანანა ტონია
ტყის სამართალი

მანანა ტონია

მელამ დათვი დაპატიჟა,
წამო ჩქარა ჩემთან ნათლი,...
გივი ჭიჭინაძე
როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიას

გივი ჭიჭინაძე

შესთხოვს წრიპა ჭიანჭველა
ჭიანჭველაჭამიას:...
მანანა ტონია
კატისა და თაგვთა შერიგება

მანანა ტონია

თაგუნების სოროში,
ზეიმია ნამდვილი,...
ელიზბარ გაბუნია
მელაკუდა სასამართლოზე

ელიზბარ გაბუნია

- დაიჭირეთ, ეგ მსუნაგი,
ამოვიდა, უკვე ყელში....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026