kids.ge logo

ას ორი წლის კუს ოცნება

ფავორიტებში დამატება

რაც ისწავლა, კარგად ახსოვს,
ას ორი წლის კუს.
მაგრამ მაინც კვლავ სკოლაში
სირული სურს.

- რატომ უნდა ჩამოვრჩე
სწავლაშიო სხვას.
ან და ჩემზე ვინმემ ცუდი,
რატომ უნდა თქვას!

წინ ხომ კიდევ, ბევრი დამრჩა
გასავლელი გზა.
მიტომაც, ყველაფრისთვის
მინდა ვიყო მზად.

- რა დროს შენი სწავლაო -
კუს დასცინა ბუმ.
- სწავლა სიბერემდეო -
პასუხა კუმ.

- მერე სიბერე სწავლაში
არ შეგიშლის ხელს?
- რატომ ვითომ! მწამს, ვიცოცხლებ
კიდევ ას ორ წელს.

ჯანსაღი ცხოვრების წესით
ცხოვრობ, ვუვლი თავს,,,
ორ კვირაში ქორწილი მაქვს,
საცოლე კუც მყავს.

უფრო მეტიც, უმაღლესში
ჩაბარება მსურს.
მართალია, ვერ შევეშვი
ზანტად სიარულს;

მაგრამ მჯერა, ჩემნაირ კუს
მიზანდასახულს;
განგებაც კი, ვერ მოაკლებს
ნანატრ სიხარულს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქრისტესთვალება ცა მიყვარსქრისტესთვალება ცა მიყვარს, ცა უღრუბლო და ნათელი; იგი ტაძარში წამიყვანს, ხელში ხატით და სანთელით. „წმინდაა...კატოჭყუპ, ჭყუპ! დედამ მაბანავა, თბილ ლოგინში ჩამაწვინა. მაძინებდა, მაგრამ დაღლილს ჩემზე ადრე ჩაეძინა. დედას ფ...ნოქარი დათვი და ნოქარი მელიაროგორც კარგი ნოქარი, დათვი, ქების ღირსია; მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, მას არ უყვარს ნისია. მელა, საქმეს, პირი...ფანქარზე გაბრაზებულიგავებუტე ჩემს ფანქარს, რადგან კარგად ვერ ხატავს, ვერც სახლს, ვერც ძაღლს, ვერც კატას... არა, თხა და კვატია...წრუწუნა და ფისო- წრუწუნ! რომ ვერ გიჭერდი, დამცინოდნენ შენ გამო, მაინც ხომ დაგიჭირე, ხოდა, უნდა შეგჭამო! - გირჩევნია სირც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026