kids.ge logo

გულკეთილი

ფავორიტებში დამატება

- უნდა ავდგე, დედიკო,
რა ვქნა , არ მეძინება;
გესმის? - გარეთ ქარი ქრის,
ყურშა გაგვეყინება.

შემოვუშვათ, ცოდოა,
სახლში ცოტას გათბება.
თორემ გაცივდება და
სურდო დაემართება.

ყურშა, ყურშა, სადა ხარ?
მოდი სახლში, გათბები.
ქათმებს არვინ მოგვპარავს,
ვის რად უნდა ქათმები?!

ან ვინ მოვა ამაღამ,
შენი შიშით, ამ ქარში.
ყურშა, ჯილდო გეკუთვნის,
ჩვენი ეზოს დაცვაში.

ამ ტილოზე დაწექი,
დედამ თბილად დაგიგო;
ხმა თუ რამე მოგესმა,
გააღვიძე მამიკო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მივიწყებული ფისორა ხანია პატრონს დაავიწყდა ფისო. პურსაც კი, არ აჭმევს, ფეისბუგზე ზისო. მშიერ-მწყურვალ ფისოს ცხარე ცრემლი ...ფისო!ფისო, ჩემი ნაყინიც ჭამე, არ მეწყინება, მაგრამ ბევრი ნაყინით ყელი გაგეყინება! და თუ ყელი აგტკივდა, როგორ დ...ას ორი წლის კუს ოცნებარაც ისწავლა, კარგად ახსოვს, ას ორი წლის კუს. მაგრამ მაინც კვლავ სკოლაში სიარული სურს. - რატომ უნდა ჩამოვრ...ბებოს გავახარებ!მე ჩემ საყვარელ ბებიკოს, ოთახს დავუგვი ცოცხითა. ვიცი რომ გაეხარდება, გულში ჩამიკრავს კოცნითა, ,,ბებია შემ...ქრისტესთვალება ცა მიყვარსქრისტესთვალება ცა მიყვარს, ცა უღრუბლო და ნათელი; იგი ტაძარში წამიყვანს, ხელში ხატით და სანთელით. „წმინდაა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026