kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

ჩვე−ნი კა−ტა და−ი−კარ−გა,
არ გა−მოჩნ−და ო−რი კვი−რა,
- ფი−სო რო−გორ მოვ−ძებ−ნო−ო?-
პატ−რულ−მაც კი გა−იკ−ვირ−ვა.

- არც ნი−შა−ნი და არც ბაფ−თა,
ა−რა−ფე−რი შე−გი−ბი−ათ?
წა−ვალ სტა−დი−ონ−ზე ვნა−ხავ
დღეს კა−ტე−ბის შეჯიბრია.

შეჯიბრზეც კი არ მო−ვი−და,
ხომ ვიც−ნობ−დი ჩემს ფი−სუ−ნას,
ერ−თი კა−ტა მი−ვამს−გავ−სე
არც ამ−ლო−კა, არც მისუნა.

მერე ი−ყო ზა−რი კარ−ზე,
ვი−ღაც კა−ცი იდ−გა კარ−თან,
- სა−ხუ−რავ−ზე ა−რის ფი−სო
თა−ვის გო−გო მე−გო−ბარ−თან. -

მი−თხრა, ცო−ტა გა−ე−ცი−ნა,
ეს ამ−ბა−ვი მოვ−დეთ ყვე−ლას,
კნუ−ტე−ბიც კი გვე−ყო−ლე−ბა,
პა−ტა−რე−ბი თი−თის ხე−ლა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წლის დადგომამდედღეს ღრუბელი თოვლს არ უშვებს, უნდა, რომ ცა ჩაკეტოს, რა ვქნა ახლა, თოვლის კაცი ტალახით გავაკეთო? ეს სტაფილ...ჭიანჭველაამ პატარა ჭიანჭველას, ეს რამხელა ტვირთი მიაქვს, ბაყბაყ-დევი უნდა ერქვას და პატარა მწერი ქვია. არც მკბენს,...ვარდს სიყვარული ეწვია სანამ ეკალს შეამჩნევდი მოგეწონა კოკორი,  თქვი: - ასეთ პაწაწინას სურნელი აქვს როგორი?..  მოეფერე...სწრაფი ბაჭია ბედურაერთი თეთრი ბაჭია ბაღიდან გამოიქცა, აბა, ეს რა წესია, მგონი ცუდად მოიქცა. დაედევნა დარაჯი, მიჰყვნენ მასწავ...გაზაფხულინუღა სწუხართ კვირტებო, ყინვას გადაურჩებით, ლოლოები ჩამოდნა, გამლღვალია ქუჩები. გამთბარია ჰაერი, სუსუტი მზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026