kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში,
დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში.
-ისიც ეყოფათ ზამთარში ჩანთაში რომ ისხდებიან,
სადმე კურორტზე წავიყვან ზამთრამდე გაკაჟდებიან.
კოდალამ უთხრა კენგურუს: - კვალი გატყვია გარჯისო,
ფეხით გაუშვი ბავშვები ცოტათი გავარჯიშონ.
რას დაგყავს ჩანთით, შეხედე ჩემს მშრომელ, ჭკვიან ბიჭებსო,
გერ უმცროსი ბარტყიც კი ერთად ცხრა ჭიას იჭერსო.
წყინა დედა კენგურუს, კოდალას უთხრა ბრაზითო:
-შენი ბარტყები ჯობია ჩემს შვილებს შენი აზრითო?
არ იცი რა საშიშია, ბავშვი რომ დედას ცილდება,
მიწაზე დავსვა და მერე ფეხები გაცივდებათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *- სოფიკუნა ცუნცულა, რატომ სცივათ წიწილებს? აბუზული დგანან და ვერცერთი ვერ იძინებს. -არაფერი დედკო, ვაბანვ...რას ჩურჩულებენ ფიფქები...მე ფიფქი ვარ ერთი ციცქნა, ხმაც არ ისმის არსად ჩემი, მოვფარფატებ და მიწაზე ალბათ მალე დავეცემი. თითქოს ქარ...გიოს უნდა რაინდობაერთი, ორი, სამი... მომაწოდეთ სკამი. მომახურეთ გრძელი, ჭრელი მოსასხამი. ოთხი, ხუთი, ექვსი, მათქმევინეთ ლექ...ქუდი ქარშინოემბრის ქარბუქს მიჰქონდა ქუდი, მისდევდა გოგო, ცელქი და ურჩი. - შეიკარიო! - სთხოვა დედიდამ. - ქარი იქროლე...* * *კანფეტები მიყვარს ისე, არ მბეზრდება სულ რომ ვჭამო, მიჯავრდბა ზოგჯერ დედა: - გასუქდები ამის გამო. - დიდი რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026