kids.ge logo

სკოლისაკენ!

ფავორიტებში დამატება

დილით ადრე ამდგარმა
მოგიძღვენით სალამი,
ჩავალაგე ჩანთაში
წიგნები და კალამი.

უკვე წავალ სკოლაში
მეგობერები მელიან,
ვნახავ მასწავლებლებსაც,
ო, დელია, დელია.

გრძელი იყო ზაფხული,
მეყო ცეკვა-თამაში,
ახლა სწავლა მწყურია,
გამეჯიბრეთ სწავლაში.

დედა ლოცვით მაცილებს,
ცრემლით თვალდანამული,
უნდა კარგად ვისწავლო
და გავუხარო გული.

ოჯახს პირობას ვაძლევ
თავი იგრძნონ დაცულად.
ვისწავლი და ვიცხოვრებ
მამასავით კაცურად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შველიამამლის ყივილით დაიწყო ნათელი დილა სოფელში, მზის სხივს აასწრო ბებიამ, უკვე წასულა ბოსელში. ლაჟვარდი ცისკრი...საზამთრობავშვებისთვის ათასფერად მოხატული ხილი: ვაშლი, მსხალი, ატამი და საკნატუნო თხილი, თურმე სასარგებლო არის, რო...ნაყინიარის მრავალფერადი ვაფლისა და ვანილის, მე ფანკლუბის წევრი ვარ შოკოლადის ნაყინის. როცა ნაყინს მივირთმევ მეს...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...ულტიმატუმიყოველ დილით ჩხუბია ჩემს ოჯახში ამაზე ტანსაცმელის წესრიგზე და საჭმელის ჭამაზე. მიკვირის როცა მაცვია არაფერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026