kids.ge logo

სკოლისაკენ!

ფავორიტებში დამატება

დილით ადრე ამდგარმა
მოგიძღვენით სალამი,
ჩავალაგე ჩანთაში
წიგნები და კალამი.

უკვე წავალ სკოლაში
მეგობერები მელიან,
ვნახავ მასწავლებლებსაც,
ო, დელია, დელია.

გრძელი იყო ზაფხული,
მეყო ცეკვა-თამაში,
ახლა სწავლა მწყურია,
გამეჯიბრეთ სწავლაში.

დედა ლოცვით მაცილებს,
ცრემლით თვალდანამული,
უნდა კარგად ვისწავლო
და გავუხარო გული.

ოჯახს პირობას ვაძლევ
თავი იგრძნონ დაცულად.
ვისწავლი და ვიცხოვრებ
მამასავით კაცურად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი პირველი მასწავლებელიშემოდგომაზე ია ვერ ვნახე, რომ მომერთმია ცოდნის საწყისო, შენ შემაყვარე ქართული ენა, ჩემი ბავშვობის ოქროს ს...გოჭებიდილიდანვე ეზოში ისმის მოთქმა-გოდება, ეს რა დღეში ჩამაგდეს უსირცხვილო გოჭებმა. დედა ღორთან გოჭები ერთობოდნ...ნაყინიარის მრავალფერადი ვაფლისა და ვანილის, მე ფანკლუბის წევრი ვარ შოკოლადის ნაყინის. როცა ნაყინს მივირთმევ მეს...შველიამამლის ყივილით დაიწყო ნათელი დილა სოფელში, მზის სხივს აასწრო ბებიამ, უკვე წასულა ბოსელში. ლაჟვარდი ცისკრი...კვერცხიამ დილით შავმა დედალმა ეზო აიკლო კაკანით, კვერცხი დაედო ამ ამბავს ყვებოდა დიდი ქაქანით. ოცთეთრიანი კვერცხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026