kids.ge logo

ხუთი თითი - მუჭა

ფავორიტებში დამატება

ხუთი თითი გაშლილი,
ხუთი თითი მუჭა,
ბავშვებს იხმობს თავისთან,
ბიჭი თმახუჭუჭა.

ლოყები აქვს წითელი,
ბალს ჭამს მუჭა-მუჭა.
ვითამაშოთ, ბავშვებო,
მოდით დამლახუჭა.

გაითვალეს, გაიყვნენ,
დარჩა თამხუჭუჭა.
ხუთი თითი გაშლილი,
ხუთი თითი მუჭა.

ვერ იპოვა ცრემლები
ჰყარა მუჭა-მუჭა,
მას ტირილი უნდოდა
რა დამლახუჭა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...ჩემი ბაღიმიყვარს ჩემი ბაგა-ბაღი, მისი ეზო-კარი, ამ კედლებში შევიძინე ბევრი მეგობარი. აქ ვიგრძენი მადლიანი საქართვე...ფეხბურთისაღამოზე მეგობრები სათამაშოთ წავედით, ბურთი მიგვაქვს საბურთაოდ სოფლის ბოლოს გავედით. წესები გვაქვს, ვერავ...შველი - მზეთუნახავიიყო და არა იყო რა, რა იყო ღვთის უმეტესი, ზღაპრად ნათქვამი ამბავი ნაღდია, თან უკეთესი. იყო სამოთხე ქვეყანა...ხელოსანიჩუმად პაპის სახელოსნოს ამოვხსენი ურდული, იარაღი მჭირდება გავაკეთო შურდული. აგერ ერთად აწყვია ხერხი და შალ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ხუთი თითი - მუჭა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026