kids.ge logo

გოჭები

ფავორიტებში დამატება

დილიდანვე ეზოში
ისმის მოთქმა-გოდება,
ეს რა დღეში ჩამაგდეს
სირცხვილო გოჭებმა.

დედა ღორთან გოჭები
ერთობოდნენ ბალახში,
თურმე საგულდაგულოდ
მოსვრილან ტალახში.

მაისურზე მომისვეს
პაწაწინა დინგები,
ტალახში ჩამიყარეს
რველი და წიგნები.

ჩემს შარვალსაც რა უყვეს
ცხარობს ბიჭი საჩინო,
ნამოქმედი გოჭების
როგორ გამოვაჩინო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაშემოდგომა დამდგარა, ფერთა აყალ-მაყალით, ჩვენც წავედით ვენახში მწვადითა და მაყალით. ჯერ ყურძენი დავკრიფეთ,...ონკანიერთხელ აბაზანაში გაგვიფუჭდა ონკანი, ბავშვებისთვის ის გახდა სიხარულის მომტანი. მოუშვებ და ახველებს, ცემინე...დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...კვერცხიამ დილით შავმა დედალმა ეზო აიკლო კაკანით, კვერცხი დაედო ამ ამბავს ყვებოდა დიდი ქაქანით. ოცთეთრიანი კვერცხ...პირობაშენი გვარით და სახელით და ჩემი ცელქი ანცობით, უნდა ვიარო ამ ქვეყნად მე ჩემი წილი კაცობით. გაკვალულ გზაზე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026