kids.ge logo

თევზაობა

ფავორიტებში დამატება

ერთ საღამოს ბიჭებმა
ანკესები ავიღეთ,
გადავწყვიტეთ დილაზე
სათევზაოთ წავიდეთ.

დილით ადრე რიჟრაჟზე
თავს დამადგნენ მძინარეს,
ძნელია თუ ადვილი
მივადექით მდინარეს.

ბევრი სატყურა გვაქვს
მაგრამ დიდი ბოდიში,
თევზი ვერ მოვატყუეთ
დავიღალეთ ლოდინში.

რამე უნდა ვიღონოთ,
ვეუბნები დაღლილებს,
სე დაბრუნებულებს
უფროსები დაგვცინებს.

ბებოს წყალში უწყვი
გაყინული თევზები,
რომლისგანაც სადილზე
მოგვიმზადა კერძები.

ჩვენში ერთ-ერთს ვუთხარი
შენ ჩადექი კარებში
მე სასწრაფოდ თევზები
გადავაწყვე ბადეში.

მივუტანეთ უფროსებს,
ვთქვით: არ გაგიკვირდეთო,
დილიდანვე ვთევზაობთ
და ეს დავიჭირეთო.

დაგვაყარეს სიცილი,
გახსენება არ მინდა,
თურმე მთის მდინარეში
დავიჭირეთ სტავრიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...პირობაშენი გვარით და სახელით და ჩემი ცელქი ანცობით, უნდა ვიარო ამ ქვეყნად მე ჩემი წილი კაცობით. გაკვალულ გზაზე ...კვერცხიამ დილით შავმა დედალმა ეზო აიკლო კაკანით, კვერცხი დაედო ამ ამბავს ყვებოდა დიდი ქაქანით. ოცთეთრიანი კვერცხ...ვაშლის ქურდებისაღამოს სოფლის ბოლოზე ერთად მოვგროვდით ბავშვები, რომ მოგვეპარა საჭმელად ჩუმად მეზობლის ვაშლები. დილით პატ...გილოცავთ ახალ წელს!დაგვიბერდა წელიწადი მალე მოვა ახალი, მთებს დაფარავს თეთრი თოვლი, ამას ველით რა ხანი. გარეთ ხდება აცივება,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026