kids.ge logo

ონკანი

ფავორიტებში დამატება

ერთხელ აბაზანაში
გაგვიფუჭდა ონკანი,
ბავშვებისთვის ის გახდა
სიხარულის მომტანი.

მოუშვებ და ახველებს,
ცემინებას იწყებს,
მერე ისე იბღავლებს,
სიცილს გამოიწვევს.

შემდეგ გაბრაზებული
გამოგვაყრის შხეფებს,
თუ მარჯვედ არ იყავი
დაგისველებს ფეხებს.

გვანცა ამბობს სიბრაზით
ეს რაღაა აბა,
მაგ ოხერმა ონკანმა
დამისველა კაბა.

ამ ზაფხულში ონკანი
ნეტა როგორ გაცივდა?
სა თქვა და გვანცულას
თვალთ ცრემლები დასცვივდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შველიამამლის ყივილით დაიწყო ნათელი დილა სოფელში, მზის სხივს აასწრო ბებიამ, უკვე წასულა ბოსელში. ლაჟვარდი ცისკრი...გურია და ბიჭი ლექსოშვილის სიყვარულში მდგარმა გრძნობა ლექსად უნდა ვლექსო, სანიმუშოდ მეგობრობენ გურია და ბიჭი ლექსო. ხან მიწაზ...დიდი დიასახლისიუკვე დიდი გოგო ვარ, არ მჭირდება დათმობა, საქმე უნდა ვაკეთო, მეყო ბევრი გართობა. დილით ხელ-პირს დავიბან, მ...შემოდგომაშემოდგომა დამდგარა, ფერთა აყალ-მაყალით, ჩვენც წავედით ვენახში მწვადითა და მაყალით. ჯერ ყურძენი დავკრიფეთ,...ხელოსანიჩუმად პაპის სახელოსნოს ამოვხსენი ურდული, იარაღი მჭირდება გავაკეთო შურდული. აგერ ერთად აწყვია ხერხი და შალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026