kids.ge logo

დღეს პირველი აპრილია

ფავორიტებში დამატება

მე−ლა−კუ−და მი−იმ−ღე−რის:
- დღეს პირ−ვე−ლი აპ−რი−ლი−ა,
ტყის ამ−ბე−ბი მო−ვი−გო−ნე,
და−ჯე−რე−ბა ად−ვი−ლი−ა:

ჩე−მი თვა−ლით ვნა−ხე, სკვინ−ჩამ
კუ−დი კურ−დღელს გა−უც−ვა−ლა,
მგლე−ბის ხრო−ვა შე−ა−ში−ნა
ერთ−მა უ−წყი−ნარ−მა ცხვარ−მა.

ა−ი−შე−ნა ქარ−მა სახ−ლი,
ა−ის−რუ−ლა სა−წა−დე−ლი,
ბუზ−მა დათ−ვებს შე−უ−ჭა−მა
ვე−ბერ−თე−ლა თაფ−ლაკ−ვე−რი.

ტკბი−ლად გა−ლობს ყვან−ჩა−ლი−ა,
ბულ−ბუ−ლე−ბი გა−და−რი−ა,
შაშვ−მა ბარ−ტყი მი−ა−ბა−რა,
ა−ვარ−ჯი−შებს რა ხა−ნი−ა.

ჰა-ჰა-ჰა-ჰა, დელი-დელი,
და−ი−ჯე−რეთ ყვე−ლა−ფე−რი?!
დღეს პირ−ვე−ლი აპ−რი−ლი−ა,
მო−ტყუ−ე−ბა ად−ვი−ლი−ა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა ხდება ზოოპარკში?ოფოფს ქანცი გასწყვეტია, კუდი ვარცხნა ცხრა მელიას; ყვანჩას კაბა მოხდენია, ო-ჰო-ჰო-ჰო, რა ჭრელია! იპრიალებს...მარტის ჩივილიმარტი ჩივის: - ზამთარმა გამიტეხა სახელი, კუდი აქ დარჩენია, არ დაადგა საშველი. ყვავილები მახარებს, მზის ღი...სტუმრად დათვებთანგააღვიძეს დათვები თაგუნამ და მელიამ: - მეკვლეები მოვედით, დღეს ახალი წელია! ოხუნჯობენ სტუმრები, ბაბუ დათვ...წვიმის პაპაახალი წელი თენდება, წვიმდა გუშინ, და წვიმს ახლაც, წვიმის პაპა ხომ არ მოვა, ნეტავ, თოვლის პაპის ნაცვლად?...ოფოფის სიზმარითეთრ სამოსში ციცარი, რა ვქნა, ვეღარ ვიცანი; ბუ და ჭოტი შორტებში - ცხადია თუ სიზმარი?! გაიარა ბატუნამ მოხდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026