kids.ge logo

ლოკოკინას სიმღერა

ფავორიტებში დამატება

დავსეირნობ აღმა-დაღმა,
ზოზინ-ზოზინ, ნება-ნება,
ვისაც სახლი ზურგზე ადგას,
მას არსად ეჩქარება.
მომშივდება?
დავპურდები,
სუფრას გავშლი მინდვრად, მთაში,
დავიღლები?
გავყუჩდები
ჩემს პაწია ნიჟარაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა ხდება ზოოპარკში?ოფოფს ქანცი გასწყვეტია, კუდი ვარცხნა ცხრა მელიას; ყვანჩას კაბა მოხდენია, ო-ჰო-ჰო-ჰო, რა ჭრელია! იპრიალებს...პატარა მეკვლეების სიმღერახილითა და ტკბილეულით დიდი ხონჩა ავავსეთ;  ჩვენ, პატარა მეკვლეები მოგილოცავთ ახალ წელს! ხვავ-ბარაქას ...დიდედასაჩეჩელზე მატყლს ჩეჩავს და თითისტარზე ართავს ფთილებს, ლამაზ წინდებს გვიქსოვს ხოლმე და გვიქარგავს შვილთაშვ...ჭრიჭინას იავნანაწუხელ არ მოისვენა, იჭრიჭინა ჭრიჭინამ, ტყე აიკლო, გაერთო, როგორც მოეჭრიჭინა. მაგრამ, როცა გათენდა და ამღერ...მამიკო იუბილარიაბებომ ძროხა მოწველა, რძეც გვაქვს, ხაჭოც, კარაქიც; ქათმები კაკანებენ, კვერცხს მოვიტან კალათით; ბაღში მარწყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026