kids.ge logo

მახარობელი

ფავორიტებში დამატება

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით,
სეთი ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე დავითი!

წუხელის ბიჭი დაბადებულა,
დაურქმევიათ იმისთვის - ცოტნე,
შენ - ორგულობავ, აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე.

წუხელის შოთაც დაბადებულა,
დაბადებულა თურმე დემეტრე,
განგებავ, ჩვენი საქართველოსთვის
რა სიხარული გამოიმეტე!

წუხელ ცის კარი ცხრავე გაღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა,
დაბადებულა თურმე ვახტანგი,
წუხელ დემეტრე დაბადებულა.

საქართველოს ცა, ისეც მაღალი,
უფრორე მეტად ამაღლებულა,
დაბადებულა მთვარე-გიორგი,
თურმე ილია დაბადებულა!

წუხელის მტერი - ერთპირად ჩვენი
მოსპობის მდომი - დადარდებულა;
დაბადებულა თურმე სულხანი,
გრიგოლ ხანძთელი დაბადებულა.

დაბადებულა ბიჭი პატა.
გათენებულა წუხელის თეთრად:
დაბადებულა სამასი გმირი,
ვით დახოცნენ, ისევე ერთად!

წუხელის გოგოც დაბადებულა,
ცის ნამი, ცისფრად ნაკამკამარი,
სეთი გოგო დაბადებულა,
დაურქმევიათ თურმე თამარი.

დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთევანი დაბადებულა.
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ღვთირის ნათლით განათებულა.

ყველა ზღაპარი - ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა:
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინი დაბადებულა.

და გიხაროდენ! ქართველთა შორის
ღვიძლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთინი, ნანატრი დროის,
ქართლი ხელახლა დაბადებულა!

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ანზორ აბულაშვილის სხვა ლექსები:

მახარობელი
წუხელის ბიჭი დაბადებულა,
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლით, ...
თებრონე
მე რომ სულ მარტო შემომხვდე სადმე,
შენ რომ წყაროდან მოგქონდეს წყალი,...
შემოდგომა
ამ ვენახებს გახედეთ,
დამწიფებულ ყურძნებს,...
მზის ჩასვლის მერე
გომბორს იქით ჩავიდა მზე,
ბრიალებდა ყვარელი,...
მაცხოვარი

უნდა ვირწმუნოთ -...
„Among us“
ნახატის ავტორი:
დიანა თოდუა (12)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ანზორ აბულაშვილის ლექსი „მახარობელი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მახარობელი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 
Kids.ge-ს რჩევები

დაგეგმეთ აქტიური შაბათ-კვირა

დაგეგმეთ აქტივობები, როგორიცაა ცურვა, სრიალი ან თხილამურებით სრიალი.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

ხალხური
თამარ მეფეს

ხალხური

თამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო,
საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, -...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

გალაკტიონ ტაბიძე
ეს მძინარე მთა და ველი

გალაკტიონ ტაბიძე

მწუხარებავ, როგორც გველი,
ხშირად გულში გამიარ, ...
დუტუ მეგრელი
ორი ვედრება

დუტუ მეგრელი

I
"ჩემს მამულზედ უკეთესი სად არი?...
გალაკტიონ ტაბიძე
მივარდნილი აივანი

გალაკტიონ ტაბიძე

ამპარტავანი თათარი,
ეზოში დადის მამალი, ...
ვაჟა–ფშაველა
ნუგეში მგოსნისა

ვაჟა–ფშაველა

ვნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა:
გულზე მედება ცეცხლის გენია,...
მუხრან მაჭავარიანი
გილოცავ!

მუხრან მაჭავარიანი

გილოცავ!
გილოცავ!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2025