kids.ge logo

იძულებით გმირი

ფავორიტებში დამატება

სახლ−ში თაგ−ვის გა−მო−ჩე−ნას
მოჰყ−ვა ა−ურ−ზა−უ−რი,
დე−დამ ამს−ვა მა−გი−და−ზე
და ა−ტე−ხა ხმა−უ−რი.

ამ ხმა−ურ−ზე შე−მოც−ვივდ−ნენ
მე−ზობ−ლე−ბი ო−თახ−ში,
გა−უკ−ვირ−დათ,ჩვენ ხომ მუ−დამ
სიმშ−ვი−დე გვაქვს ო−ჯახ−ში.

მე−რე სახ−ლი და−ამს−გავ−სეს
სა−ნა−დი−რო ველ-მინდორს,
მგო−ნი სა−წყალ თა−გუ−ნი−ას
ა−ღა−რა−ვინ და−ინ−დობს.

მა−ლე ი−სე გა−და−კე−ტეს
ყვე−ლა კუთხე-კუნჭული,
ზღვა მე−გო−ნა ი−ა−ტა−კი,
მა−გი−და კი კუნ−ძუ−ლი.

თაგვს ალ−ყა−ში მე ვე−გო−ნე
და სო−რო−დან ა−ბარგ−და,
სა−წყალს ი−სე შე−ვე−ცო−დე,
თა−ვის ნე−ბით ჩა−ბარ−და.

ყვე−ლას დი−დად გა−უკ−ვირ−და,
და−უ−ფა−სეს გმი−რო−ბა,
გა−უშ−ვეს და ჩა−მო−ართ−ვეს
გა−და−კარგ−ვის პი−რო−ბა.

ერ−თი ციცქ−ნა თა−გუ−ნი−ა
ვე−შა−პად მო−ეჩ−ვე−ნათ,
მე კი და−ვუ−მე−გობრ−დი და
საყ−ვა−რე−ლი მეჩ−ვე−ნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კეკე-ბეკეკეკე ბეკე მიიწვიეს დაბადების დღეზე, სიხარულით არ შეეძლო ფიქრი სხვა რამეზე. დედიკომაც გამოპრანჭა, მიაცილა ...ბაკურიანშიბევრჯერ დამსვა კარუსელზე დედამ ბაკურიანში. დროის გასვლას ვერც ვხვდებოდი თამაშსა და ტრიალში. თოვლის კაციც ...მშრომელი ფუტკარიიცინიან, თამაშობენ მინდვრად ციცქნა მწერები, ფუტკარი კი მხოლოდ შრომობს, მოიფრინა ველები. ეძახიან მეგობრები...დეიდაძალიან ჰგავს დეიდა გარეგნობით დედიკოს, ნეტავ ასე ლამაზი დიდობაში მეც ვიყო. მანებივრებს მუდმივად ჩემთან ერ...წიგნით ფრენადამესიზმრა, თითქოს წიგნი გადამექცა ფრთებად, თითო გვერდი იშლებოდა საჰაერო გზებად. დავფრინავდი, როგორც ჩიტი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026