kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება
ბუნებამ ფერი იცვალა,
დაცარიელდნენ ველები;
წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ,
ვინც იყვნენ წასასვლელები.
ციყვმა მოძებნა ფუღურო,
თაგვმა და გველმა - ხვრელები;
კვლავ კაჭკაჭთ დარჩათ მარტოკა
კაკლის კენწეროს ხმელები.
სოფლად ბეღურა ჩიტების
გუნდი და გუნდი ტრილებს,
ხან მზის გულს მიფიცხება
და ხან ფიჩხებში წრილებს.
გლეხი ისვენებს ახლაღა
მოღლილი მიწის მოვლითა,
ძილს მისცემიან მინდვრებიც
გადაპენტილნი თოვლითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომადასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მ...შოშია- რად მოფრენილხარ, შოშიავ, შენ ასე ადრიანადა? - რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ ვიყავი დარდიანადა. გული დ...საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026