kids.ge logo

წუწკი წრუწუნა

ფავორიტებში დამატება

ვერ მოშალა წუწკობა
ერთმა პატარა წრუწუნამ,
დედის მოტანილ კაკლეულს
ნეტავ, გემო რად უწუნა?

დაჰკრა ფეხი და ერთ ბეღელს
გამოჩიჩქნა ჭუჭრუტი.
ბინასაც აქ დავიდებო _
გაძახოდა ჩურჩუტი,

ზიდა და ზიდა სიმინდის
ჯერ ტარო, მერე მარცვალი...
ზღვა კოვზით დალიო,
სიბრძნე ყოფილა მართალი;

ბეღლის პატრონსაც ერთ დილით
ბეღელი დახვდა დაცლილი,
_ ქურდი მინახავს, ჩემი კი
სიმინდზე ყოფილაო აცრილი,

ჰოდა, ადგა და ჭუჭრუტანს
ხაფანგი იქვე ჩაუდგა...
მე იმას ვერა _ ვერ გეტყვით,
რა დღეც წრუწუნას დაუდგა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსიგათვლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვა...ლექსი ძილის მოყვარულ ბიჭებზეკაკ, კუკ, კაკ, კუკ _ კაკუნის ხმა ისმის სისხამ დილით. მზე ფანჯრებში იჭვრიტება, _ არ უხდება კარგ ბიჭებსო შუ...სამაისოდილა გათენდა ცინცხალი, მამალმა დასცა _ ყიყლიყო! გამოაღვიძა ხმამ შაშვი დაიჭახჭახა _ ვინ იყო? ჭალამ მძივება...მამალისა და კრუხის წაკიდებაკრუხმა ამოსხა ბუდიდან სულ სამად-სამი წიწილა. იქვე დაუხვდა მამალი, იცით, რამდენი უყივლა?  _ გამაგებინ...ბებია, მე და ქათამი ფაციკოწავაბრძანეთ ფაციკო გასაყიდად ბაზარზე, ათი დღეა კვერცხს არ სდებს გადაეწყო კაკანზე. დაგვეხვივნენ მუშტრები: ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026