kids.ge logo

ჭკუა ისწავლა

ფავორიტებში დამატება

ახველებს და სიცხე მისცა,
ჩვენს მეზობელ გოგოს,
- უჰ, სკოლაში აღარ წავა,
გამართლა როგორ!-
ამბობს ნიკო და უგულოდ
არჩევს ხვალის წიგნებს,
- ვინახულებ და კორონა
გადამედოს იქნებ -
ბრაზობს დედა: - ზარმაცი ხარ
და სულელი თანაც,
სწავლას, თამაშს ავად ყოფნა
გირჩევნია განა?
თითქოს ნიკოს ეს სურვილი
ღმერთმა შეუსრულა,
სიცხე მისცა, თავი ტკივა,
თვალებს მალ-მალ ლულავს.
ყლაპვა უჭირს, ზურგიც ტეხავს,
თან ახველებს მწარედ,
ლოგინში წევს გათანგული,
ვეღარ გადის გარეთ..
ახლა მიხვდა, ავად ყოფნა
ძლიერ ცუდი არი,
ნატრება, ესიზმრება
სკოლის ეზო კარი.
- ოღონდ მალე მომარჩინე
ღმერთო და გპირდები,
მე ათებზეც კი ვისწავლი,
კარგად რომ ვიქნები.
ხვალ სკოლაში გავიქცევი,
ღონდ მოვრჩე ღამე,
რასოდეს არ ვინატრებ
აწ, სულელურ რამეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძროხა ჩემზე დიდიაქეთუსა და მისი ბებო მიდენიან ძროხებს ტყეში, - დავიღალე ბებიკონა, ამიყვანე, გთხოვ რა, ხელში. - არ გრცხვენი...ზარმაცი თინამზემ ცხრა თვალით შემოგვცინა, გაგვინათა ბინა, აქ ლოგინში რომ გორაობს ვინღა არის, ვინა? ფისომ პირი დაიბანა,...თამუნა, ციცო და გიათ - ჰეი, გია, ადე ჩქარა, წამო, ვითამაშოთ ბურთი, ციცო კართან გველოდება, რას ზოზინობ, რაღას უცდი? გ - ვერა,...კარგად მომხვდა... დაბანეო კნუტი- დამიბარა დედამ, -კარგად გასაპნეო, გაშავდაო, ხედავ? სიმართლე რომ გითხრათ ძლიერ დამეზარა, რა...ასე ვითვლიერთი, ორი, სამი, აქ დამიდგით სკამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, მსურს ვისწავლო ლექსი. შვიდი, რვა და ცხრა, გადითოვლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026