kids.ge logo

მამაცი ლეკვი

ფავორიტებში დამატება

წვიმდა და ყველა გარბოდა სადღაც,
გერ, ეზოში,ჩვენს კოხტა ბაღში,
წვიმის წვეთებში ამოლუმპული
წიწილა, ლეკვთან შევარდა სახლში.
ლეკვმა გაათბო სუნთქვით პატარა,
გაყო ლუკმა,მიადო დრუნჩი,
ამ დროს კარებში გამოჩნდა კატა,
ჭროღა თვალებით და მზერით ურჩით.
ლეკვმა ისეთი ყეფა გამართა ,
სეთი რისხვა ისმოდა ხმაში,
კატა გაოცდა ამ საქცილით
და თათიც ვეღარ შეადგა სახლში.
მზე გამოვიდა,განათდა ეზო,
ყველამ შეტყო გმირობა ლეკვის,
დღედან წიწილს გაუჩნდა მომხრე,
სიტყვას აგად ვერავინ ეტყვის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სურვილი თოვლის პაპასრა მზიანი ზამთარი გვაქვს, ზაფხულივით დარია, წელიწადის ეს დროები ნეტა ვინმემ არია? დედას გულით ვეხმარები ,...წინასაახალწლოფიფქმა თავი გამოყო უზარმაზარ ღრუბლიდან, გაეშურა მიწისკენ- გზაში დავლურს უვლიდა. იფარფატა,იბრუნა, იქროლა დ...შემოდგომამზისფერი და ოქროსფერი, ხვავიანი,ლამაზი, წელიწადის დროებს შორის ბრწყინავს ,როგორც ალმასი. თათარით და ჩურჩხ...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...ჩოჩორიდაბაკუნობს მინდორში საყვარელი ჩოჩორი, თავი მოაქვს კიტრივით -შეუჭრია ქოჩორი. ნეტა ვინ შეუკრიჭა ასე კოხტად,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026