kids.ge logo

შოშია

ფავორიტებში დამატება
- რად მოფრენილხარ, შოშიავ,
შენ ასე ადრინადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი, სულ მუდამ
ვიყავი დარდინადა.
გული და სული, სურვილი
სულ აქეთ მეზიდებოდნენ,
სამივე ერთად ტოკავდნენ,
ქერქში აღარა დგებოდნენ.
ვიცოდი, ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა,
შემაწუხებდა შიმშილი
და კიდეც შემცივდებოდა.
მაგრამ მივენდე იღბალსა,
არ შევუშინდი ზამთარსა
და მოვატანე კიდევაც
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა.
არცა მღალატობს იმედი,
ფრთებსა შლის ჩემი გუნება;
თვალს იფშვნეტს ნამძინარევსა,
იღვიძებს, დგება ბუნება.
მოსჩქეფენ ნაკადულები,
მორბიან, მოიმღერიან,
ამსხვრევენ ყინულთ ბორკილსა,
ველთა სიმწვანეს ელიან.
მეც ვეგებები გაზაფხულს
ფრთების ქნევით და სტვენითა,
ვახარებ დიდს და პატარას
მის მოსვლას ტკბილის ენითა.
რა ვქნა, ვერ ვძლებდი შორს ქვეყნად,
გული სულ არა დგებოდა,
იქ მუდამ დარდში მყოფელსა
აქ შვება მელოდებოდა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...მერცხალიმერცხალო, მახარობელო კეკლუცი გაზაფხულისა, მორბედო ია-ვარდისა, გამხარებელო გულისა! შენ გენაცვალე, ფრთაცქვი...პირველი გაზაფხულიპირველი გაზაფხულია, ბიჭო, გავიდეთ ველადა, მინდორი ამწვანებულა, ბიბინებს სანატრელადა. მზე გამოფოთლილ ჭალა-...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026