kids.ge logo

რვაფეხა

ფავორიტებში დამატება

ერთ რვაფეხა დედას
გაცივდა შვილი.
ყველას ასე მოვა,
ვინც უწინდოდ ივლის!

დედას გული გაუსკდა,
მოტანა წამალი,
ეხვეწება: _ ჩაყლაპე,
სანამ გვიან არ არის
და დაგიქსოვ ლამაზ
ჭრელა-ჭრულა წინდებს,
ჩხირებიც მაქვს, მატყლიც
დასართავად მიდევს!
რვაფეხუნა ატირდა:
_ არ მინდაო აბები,
მომიყევი მამიკოს
პატარობის ამბები!

დედიკომაც უამბო
მართალიც და ზღაპარიც,
მოყოლაში გავიდა
ნახევარი ზამთარი.
მერე ძაფიც დაართო,
ღება ნაირფერები,
თხი წყვილის მოქსოვით
დაღალა ხელები.
თან ზამთარიც გასრულდა,
ვიღას ახსოვს ანთება?!
რვაფეხუნა განკურნა
სასაცილო ამბებმა.

ახლა კი გვაქვს წინდა,
მაგრამ რაღად გვინდა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქუმელაბაჭოს დედა კურდღელმა მოუმზადა ქუმელა. ცეცხლი მისცა ღუმელმა, წყალი მისცა ღრუბელმა. ბაჭო-ბიჭის ნათლიამ ფქვი...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...სუფრასთანსად გინახავთ, ციყვს და კურდღელს ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი? ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს, აციებდნენ სულის ბერვი...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026