kids.ge logo

ბებოს ლხინი

ფავორიტებში დამატება

- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა,
ქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად!
მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა,
მალე გავშლით ჩვენს ჯადოსნურ სუფრას!-
ამბობს ბებო და ამზადებს სადილს,
ყველასათვის მართავს ნამდვილ ნადიმს:
პური - ჩვენ,
ნამცეცი - ჩიტსო,
ჩვენს ფანჯარასთან რომ ზისო,
ხორცი - ჩვენ და
ძვალი -ძაღლსო,
ამ სახლს დარაჯად რომ ჰყავსო.
მჭადი -ჩვენ და
ქატო - ქათამს,
ყველი - ჩვენ და
შრატი - კატას,
ხილი - ჩვენ,
ნაფცქვენი - ღორსო,
რაც დაგვრჩება - მარჯვე ცოცხსო,
ჩენჩო - ბუხარს,
კურკა - მიწას,
ბებომ ლუკმა ყველას მისცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...როგორ გაჩნდა შავი არაგვი?- ერბო? - ასიოდ ქილა. - კვერცხი? - ათასი ცალი. -ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა ტყეში ჭინკა და ალი. ერბოკვერცხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026