kids.ge logo

სხვანაირი ახალი წელი

ფავორიტებში დამატება

ქარი სტვენს და ფიფქები
ზამთრისპირულს მღერიან.
მელაკუდა ხელებს შლის:
-რანარი წელია?
კუ კვერს უკრავს მელიას:
-სკოლა ცარილია,
ბაღი ცარილია,
რანარი წელია?
დათუნიაც დუდღუნებს:
-სცენაც ცარილია,
სახალწლო ზეიმზე
ბავშვები არ გველიან,
რანარი წელია?
რანარი წელია?..
ბოლოს წერო-ექიმმა,
ბრძანა დინჯად, სვენებით:
-ხშირ-ხშირად და გულდასმით
დაბანეთ ხელები;
მალე აქარობას
თოვლი უხვად მიბარდნის,
ტყის მეჯლისზე, ამაღამ
გამოცხადით პირბადით.
ჯაზ-ორკესტრი მზადაა,
შაშვ-ბულბულნიც - ფრთოსანნი,
თოვლის პაპაც გვეწვევა -
სიც პირბადოსანი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ულტიმატუმიდაისწავლა ცხრა ლექსი სკოლისათვის ალექსიმ. უყვარს ქადა-ნაზუქი, ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი და ცხრა გამოცანიდან ...კოწია მამალიოცი დედლის ამალით, ბაღდათური მამალი მობრძანდება კოპწია, განი, განი კოწიას! დეზიანი ბატონი, სხვა მამლების ...მეხანძრეებიაბა, ჩართეთ სირენა, მანქანები დასძარით! – უღრან ტყეში მგლის ბუნაგს გასჩენია ხანძარი. ამბის შემსწრე მთელ ტ...კურდღლები-ალო! ალო! როგორა ხარ ჩემო ძმაო, ნაცარავ? საკვებით მაქვს სავსე სორო, ხელი არ მომეცარა; შენ კი გიჭირს, არ ...მზარეულებიანრი - გვეყო თამაში და ბურთი, მოდით, ყველამ, ვინც აქ არი დავიხუროთ თეთრი ქუდი, ავიფაროთ წინსაფარი. ნინი- ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026