kids.ge logo

მარი ზღმარტლით

ფავორიტებში დამატება

გაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს,
ციცქნა მარი ბილიკს წვრილს
შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ
მოყოლა ჭრელი ქოლგა,
რადგან დილიდანვე წვიმს,
დილიდანვე ქარი ოხრავს.
ცას გაჰყურებს ბებო უნდოდ,
შეეყრება მარის სურდო.
ფიჩხი მოტანა, მალე,
ბუხარს ლოკავს ალი ცეცხლის,
თან გზას არ აცილებს თვალებს -
შემოდგომის უხვი ვერცხლი
შეჰფენია არემარეს,
როგორც კორტოხს თხების არვე.
ჰა, გამოსცდა სამ დიდ წიფელს,
მოაქვს გოგოს ხილი მწიფე,
წვიმის მოწიწინე ნოტებს
სულ არ უფრთხის, მობოტებს.
მიფიცხა მარი ბუხარს:
-ოლღა ბებო, რაღას სწუხხარ!
ჰა, კალათა, ციცის ვინძლო
დაძახო, ვუმასპინძლოთ.
გადახსენი ზღაპრის გუდა,
უყვარს ზღმარტლი წითელქუდას.
იმ პერანგზე დიდრონ კოპლებს
ამჩნევ? მოიჩქარის კომბლე;
ბრიყვ დევთან ერთად ბაქია,
გვეწვევა ნაცარქექია.
ცისკარაც კი მოდგა რაშით,
სტუმრებს შევეგებოთ მარშით!
ვაგუგუნოთ ეგ ბუხარი,
შენ კი, ციცი, ციცინო,
ჩემს თოჯინებს უთხარი
ჩემოდ დაძინონ.

ლექსი 4 ~ 12 წლის ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 4-დან ~ 12 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ნანა გასვიანის სხვა ლექსები:

მათე მიდის სკოლაში
მამალმა თქვა: - გათენდა,
გააღვიძეთ მათე და...
სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგ
დინოზავრის ნაკვალევი
როცა მოინახულა -...
ნაყინი
მენაყინე ძიაო,
თუ ნაყინი რძეაო,...
მაისი
თითქოს არა იყო რა...
თითქოს არი, არც არი.....
თეოს დარდი
-თეო, რამ დაგაღონა,
თვალებს რად აფახულებ?...
„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნანა გასვიანის ლექსი „მარი ზღმარტლით“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „მარი ზღმარტლით“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აბაშიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ისწავლეთ ასთმის შეტევის მართვა

ისწავლეთ ასთმის შეტევის სიმპტომების ამოცნობა და ინჰალატორის გამოყენება.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

„ჟირაფი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები ბებია-ბაბუაზე

სამწუხაროდ, სხვა ამავე ზომის ლექსები, რომელიც ამავე კატეგორიებშია, ვერ მოიძებნა

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები ბებია-ბაბუაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები შემოდგომაზე, გულუბრყვილო პატარები და ლექსები ბებია-ბაბუაზე

გალაკტიონ ტაბიძე
დგება შემოდგომა

გალაკტიონ ტაბიძე

გუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის,
მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, ...
ქეთევან კვიტატიანი
შემოდგომა

ქეთევან კვიტატიანი

წვიმა ტოტზე ქანაობს,
ქარი ზუზუნს ვერ მორჩა,...
ლიდა სტვილია
ჩვენი ბებო

ლიდა სტვილია

ჩვენი ბებო ისეთია,
სულ არა ჰგავს ბებიას, ...
ელენე სალარიძე
ნუგეში

ელენე სალარიძე

ლაშამ თმა შეაჭრა
ციცქნა დედოფალას...
ნოდარ დუმბაძე
სათვალე

ნოდარ დუმბაძე

ბები, როგორ დავიჯერო,
რომ სათვალე კარგია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026