kids.ge logo

ბელები და თაფლი

ფავორიტებში დამატება

წყაროს პირას მზიან ტყეში,
ვნახე უცხო სახილველი:
ხელადები ეპყრათ ხელში, -
თაფლს იყოფდა სამი ბელი.

დიდი კასრი მოგორეს,
ქარვისფერი თაფლით სავსე,
ხან ქოთნებში გადაწონეს,
ხან ქილებში გადაასხეს.

მაგრამ ბოლოს ყოველ მათგანს
ცოტავა თავის წილი,
არ უსმინეს დედის ნათქვამს
და დასწამეს ერთურთს ცილი.

მან იმას წაჰკრა ხელი,
მან კიდევ ამის ქოთანს,
რიეს ყველაფერი,
ყველა ჩხუბობს, ყველა შფოთავს.

დაგორდათ კასრი ხევში,
ძლივს ახელდნენ მტვერში თვალებს,
ქოთნებსა და ხელადებში
საღამომდე იგორავეს.

დაეღვარათ თაფლი სულ მთლად,
მოიწმინდეს მერე ოფლი,
არც ქურქები შერჩათ სუფთა,
ღარც - თაფლი გასაყოფი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...მადლიერი შველირომ ჩამომდგარა ზამთარი, შველი უნახავს დამფრთხალი ჭიშკართან კეთილ ბაბუას, სოფლად დარჩენილს მარტოკა, შეუშვა...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026