kids.ge logo

ტყის ნობათი

ფავორიტებში დამატება

აბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი,
გინდა მაღლით, გინდა დაბლით
ტყეში ბევრი ნაყოფია -
მოცვი, მოცხარი და წაბლი.
მინდა გარგოთ მთების მადლი,
მივალ ჩანთით, კალთით, სათლით,
ბლომად უნდა მოვიტანო -
ჟოლო, თხილი, პანტა, ზღმარტლი.
ქაცა მყავს მეგობრები,
მეტად გამრჯე, განა ზანტი,
ახლაც სიხარულით შემხვდნენ
ჩხიკვი, თრია, ციყვი, ზღარბი.
ჩემთან ერთად შეაგროვეს
მრავალგვარი ტყის ნობათი,
მოდით, ყველამ დარიგეთ,
მათი სახელით მოგართვით...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...სხივი და კესანეწვიმიან ღრუბელს ვეფარე მძიმეს და წვიმისფერსავე, ავდექი, გამოვეპარე, შენთან მოვედი, კესანე. მე მზის სხივი ...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026