kids.ge logo

მაჩვები, შაშვები და ბავშვები

ფავორიტებში დამატება

ტყის პირას ყანა შრილებს,
სიმინდებია ნარჩევი,
გადაპარულან ყანაში
გამაძღარი მაჩვები.
ჩამოსძახიან პანტიდან
მაჩვებს ლამაზი შაშვები:
- მაჩვებო, თქვენს თავს სირცხვილი,
არ უფიქრდებით, რას შვრებით,
სარჩოს მოძებნა არ გინდათ,
სხვის ნაშრომსა ხართ ნაჩვევი.
მაჩვებმა შაშვებს ასძახეს:
- ურიგოს, აბა, რას ვშვრებით?
ცოდეთ, ხმა გაიკმინდეთ,
თორემ ტყულად დაშვრებით,
თქვენს სიტყვას რომ დავუჯეროთ,
დღესაც უვახშმოდ დავრჩებით,
ამ ყანის პატრონს რა უჭირს?
ყოფა ჩვენი ნარჩენი...
ამ დროს ტყისპირა ბილიკზე
გამოჩნდებიან ბავშვები,
მოაქვთ წაბლი და წიწიბო,
სოკობი და ვაშლები,
მოდიან ჟრიმულით და
ტყეში ნანახის გარჩევით.
შეშინდნენ, ყანას ტოვებენ
გულგახეთქილი მაჩვები...
შაშვები? შაშვებს რა უჭირთ? -
რას ერჩიან ბავშვები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026