kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

კალათებში ჩალაგა
შემოდგომამ ხილი,
თასგვარი სასუსნავი,-
კაკალი და თხილი...
სიხარულით გაამზადა
საცხოო ძღვენი;
სტუმრად მიდის შემოდგომა
სიმღერით და ლხენით.
მიდის, მიდის, მიიმღერის:
-ოდელია-დელა,
მე ისეთი გულუხვი ვარ,
გავახარებ ყველას!
გზაზე შეხვდა კურდღელი,-
ნაცარა და ყურგრძელი:
-შენ რა უნდა მარგო,
რას მაჩუქებ, კარგო?
თეთრქათიბას ერგო
სასუსნავი ტკბილი;
სურდა, სტაფილოსთვის
გამოეკრა კბილი.
გზაზე შეხვდა ციყვი:
-არ გეგონო ბრიყვი,
მე რა უნდა მარგო,
რას მაჩუქებ, კარგო?
ციყვუნიას ერგო
დარჩელი თხილი,
რკო და ბუძგა წაბლი
და კაკალი მსხვილი.
გზაზე შეხვდა დათვი:
-ნაჩუქარს მეც დავთვლი,
მე რა უნდა მარგო,
რას მაჩუქებ, კარგო?
დათუნიას ერგო
თაფლი ქარვისფერი,
დატკბა მურა დათვი
სავსე ქოთნის ცქერით.
ტყე ბუზღუნებს წყენით:
-გეტყვი ფოთლის ენით,
მე რა უნდა მარგო,
რას მაჩუქებ, კარგო?
ტყეს ჩააცვა ფარჩის
ოქროსფერი კაბა,
ფოთოლცვენაც უძღვნა,
რა გეგონათ,აბა?
ბუბუნებენ მთები:
-სურნელებით ვთვრებით,
ჩვენ რა უნდა გვარგო,
რას გვაჩუქებ, კარგო?
თასფრად მოკაზმა
მთის ციცაბო კალთა.
როგორ დაამშვენა,
რა ყოფილა მართლა!
გზაზე შეხვდნენ ჩიტები,-
ფრთამალები, ცქვიტები:
ჩვენ რა უნდა გვარგო,
რას გვაჩუქებ, კარგო?
ფრინველებსაც მისცა
შემოდგომის ხვავი,-
მარგალიტის სიმინდი,
ხორბალი და ჭვავი...
ბოლოს ნახა ბავშვები,-
გაგორა ვაშლები,
კაკალი და თხილი,
თასგვარი ხილი...
უფროსებსაც ერგო
შემოდგომის ძღვენი,
ლიკლიკდა ქვევრში
ყურძნის ტკბილი წვენი...
მოტეხა ყანა,
დაიკრიფა ხილი,
წელიწადის ეს დრო
რის ტკბილზე ტკბილი.
ოქროს შემოდგომამ
გახარა ყველა,
ზემია! ლხინი!
ოდელია-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...როგორ დადგა შემოდგომა დათვიანის ტყეშიმიდუდღუნებს დათუნია, მიბაჯბაჯებს ხვნეშა -ხვნეშით... -დათვო, სად გაგიწევია? -წელიწადის სასახლეში,- შემოდგო...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...ზამთარი მოსულა ყველასთან!მოსულა ზამთარი მხიარული დიდრონი ფანტელების ჟრიამულით, სპეტაკი თოვლის საფარველით ზამთარი მოსულა სანატრელი!...კიდევ ერთი ქართველიყველამ გულით გაიხარა,- ციდა ბიჭი დაიბადა! სიხარულით გაიბადრა მშობლიური მთა-ველი,- შეეძინა საქართველოს კიდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026