kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლა−ლი, ლა−ლი, ჩე−მო ლა−ლი!
ლა−ლი - რა−ო, ჩე−მო მა−ნა−ნა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თო−ჯი−ნა დე−და−შენ−მა
ჩემ−თან გა−მო−გა−ტა−ნა?
ლ ა ლ ი - რა−სა ბრძა−ნებ, ქალ−ბა−ტო−ნო!
არ გა−თხო−ვებ ა−რასდ−როს,
გინ−და ი−სევ გა−ა−ცი−ვო,
ი−სევ სურ−დო და−მარ−თო?
მ ა ნ ა ნ ა - რად−გან ა−სე მე−უბ−ნე−ბი,
რად−გან ა−სე მა−ჯავ−რებ,
და−მიბ−რუ−ნე ჩე−მი ვაშ−ლი,
მე რომ გუ−შინ გა−ჭა−მე.
ლ ა ლ ი - ა−რა−ფე−რიც, ა−რა−ფე−რიც,
ა−რა−ფერ−საც არ მოგ−ცემ,
იმ ვაშ−ლისთვის, ა−ღარ გახ−სოვს,
ლო−ყა−ზე რომ გა−კო−ცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგ−ნი მო−გი−ტა−ნე
კარ−გი წა−სა−კი−თხა−ვი?..
ლ ა ლ ი - მე−რე მე რომ მო−გარ−ჩი−ნე,
ე−ქი−მი რომ ვი−ყა−ვი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დი−დი საქ−მე,
სულ არ ი−ცი თა−მა−ში,
გახ−სოვს, მე რომ მო−გეხ−მა−რე
კან−ფე−ტე−ბის ჭა−მა−ში?
ლ ა ლ ი - მე−რე მე რომ შენს თო−ჯი−ნას
გა−ვუ−კე−თე ნემ−სე−ბი?!
მ ა ნ ა ნ ა - მე−რე მე რომ წა−გი−კი−თხე
დი−დი, გრძე−ლი ლექ−სე−ბი?!
ლ ა ლ ი - რო−გორც ვხე−დავ, ქალ−ბა−ტო−ნო,
უ−მა−დუ−რი ბრძან−დე−ბი,
და−გა−ვი−წყდა, გუ−შინწინ რომ
გა−მო−მართ−ვი ბაბ−თე−ბი?
მ ა ნ ა ნ ა - არც თო−ჯი−ნა მინ−და შე−ნი,
ა−ღარც შე−ნი ვაშ−ლე−ბი,
ბუ−ტე, ბუ−ტე, გაგებუ−ტე,
ა−ღარ გე−თა−მა−შე−ბი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრებაკურდღელმა უთხრა: - მწევარო! შენ რომ დაეძებ, მე ვარო, თუ ვაჟკაცი ხარ, მობრძანდი, აგერ ბუჩქებში ვწევარო. მწ...გაზაფხულო ლამაზოჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლ...ნემსიძაფს რომ ნემსში ვერ აგებს, ბებო ბრაზობს ძალიან, მიჯავრდება ხანდახან, თითქოს ჩემი ბრალია, შორიდან რომ ვუქც...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...მაწონილევანიკომ და ნოდარმა გატეხეს ჩაიდანია, ბებო გაგიჟდა, საღამოს ჩაი რომ ვეღარ დალია. ლევანმა გადუჩურჩულა ნოდ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026