kids.ge logo

ყაყაჩო

ფავორიტებში დამატება

ყაყაჩო ვარ მოცქრილე,
ქარში ლაღად მოფრილე!
მშვენირი არ ვარ განა?-
გაზაფხულმა მომიყვანა!
მზე სხივებით მომეფერა,
კოხტა კაბა შემიკერა,
გახილა ცხრავე თვალი,
დამამაშვენა შავი ხალით.
ველ-მინდვრებმა შემიყვარეს,
მდელოებმა შემიფარეს,
გზებზე წითლად ავფრიალდი,
ყანებშიც კი ავბრიალდი.
სიომ ქება დამაწია:
-რა კოხტა, რა ლამაზია!
პატარებო, გიკვირთ განა?
გაზაფხულმა მიმიყვანა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...რა კარგი შემოდგომაა!-რა კარგი შემოდგომაა! მთელი დღეა დახტის ციყვი, თხილს და კაკალს აჩხრიალებს, ფუღურო სავსეა ნიყვით... -რა კა...ეს რა ლამაზი გზებია!შორს ლილისფერი მთებია, ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან, ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან, ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან. მა...აპრილიმარტმა -გაზაფხულის შვილმა გააღვიძა მზე როცა, ადგა და თავისი ტახტი აპრილს გადაულოცა. -მეც ხომ გაზაფხულის ძ...თითებისაქმეში მეხმარებიან ჩემი პატარა თითები: პირს ვიბან, ვხატავ, ვთამაშობ, ვწერ, ვჭრი, ვკერავ თუ ვალაგებ... რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026