kids.ge logo

ტყეში

ფავორიტებში დამატება

ტყეში ცხოვრობს შველი,
დაძუნძულებს მგელი,
თეთრქათიბა, ყურგრძელი
დაცუნცულებს კურდღელი.
ტყეში ცხოვრობს მელიაც, -
მელა კუდაგრძელია,
შიშით თვალებს წკურავს
ეშმაკუნა ტურა...
ტყეში ნახავ ხოხობს და
ფრთახატულა ციცარს...
ის, ვინც ტყეს უფრთხილდება,
ქვეყანასაც იცავს.
ვინც მწვანე ტყეს, შრილას
შეაშველა ხელი,
ის ტყის მეგობარი
და სიცოცხლის მცველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...ოქტომბერიდახეთ, თურმე ოქტომბერი სტუმრად იწვევს ავდარსაო... -ხილი დაკრეფილიაო, რთველი მოლეულიაო, შემოდგომის ბარაქა ...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...თოვლი მოგვაქვს პეშვებითსკუპი-სკუპი სკუპებით, ღრუბლებიდან ვეშვებით! ზამთრის საჩუქარია!- თოვლი მოგვაქვს პეშვებით... ქარო, ერთიც და...კალიადახტის ბებოს ბოსტანში სკუპ-სკუპელა კალია, განა საქმეს მოცდება, წამითაც არ სცალია. ნარგავებს აკნატუნებს......
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026