kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პა−ტა−რა კუ-კუს−კუ−სა,
დინ−ჯი, გა−ნა ფუს−ფუ−სა,
ბოს−ტან−ში−ა, სა−დი−ლობს,
წვი−მი−ან−შიც ნა−დი−მობს.
კომ−ბოს−ტოს წვნი−ან ფო−თოლს
შე−ექ−ცე−ვა ხრა−მუ−ნით,
მე−რე რა, თუ−კი წვი−მა
მო−დის, ას−ხამს შხა−პუ−ნით.
უ−კა−კუ−ნებს კუს ბა−კანს,
თუმც წვე−თიც ვერ გა−ა−ტანს,
-წვი−მავ, შხე−ფებს ნუ ახ−ლი,
ზურ−გით და−აქვს კუს სახ−ლი!
ბოს−ტან−ში სახ−ლიანად
შე−პა−რუ−ლა, სა−დი−ლობს,
წვი−მა სულ არ ა−დარ−დებს,
მარ−ტოდ−მარ−ტო ნა−დი−მობს.
წვი−მავ, წვი−მავ, წკრი−ა−ლავ,
ჩქა−რა გას−წი ცის კი−დეს!
ბოს−ტანს არ გა−ე−კა−რო,
რაც არ უნ−და გი−ჭირ−დეს!
დინ−ჯი, გა−ნა ფუს−ფუ−სა,
იქ კუ სახ−ლობს კუს−კუ−სა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026