kids.ge logo

ცეკვა

ფავორიტებში დამატება

ცეკვავს, ცეკვავს პაწია,
ხელი დაუკვანწია!
მოგუგუნე ტაში
მზესაც მისწვდა ცაში.

მედოლეა ბებია...
რა პატივი რგებია?-
სკამი დოლი გამხდარა,
ბაგაბუგი ამტყდარა.

დედები მღერიან,
ყელი მოღერიათ,
დასცხეს „დიმპიტაური,“
ტყდა დიდი ხმარი.

სკამის დოლი გუგუნებს,
ბა, კი არ დუდუნებს!
ტაში, ტაში, ტაშიო,
გავლა-გამოვლაშიო!

ცეკვა უყვარს ძალიან,
ცეკვავს ციცქნა ქალია,
მთილური, ქართული...
ცეკვაშია გართული.

წაუცეკვა ბაბუამ
ლიკა გოგოს ღაბუას,
ვიყოთ ბარიბარშიო,
გახურეს ტაშიო.

დოლი გადარია:
-ჩემზე არ თქვან ძვირია!
ლიკამ ისე იცელქა,
ბებომაც კი იცეკვა.

ყველა გამხირულდა,
სახლი აჟრიმულდა...
ცეკვავს, ცეკვავს პაწია,
ხელი დაუკვანწია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულის ღამე-ვერსად დაგვემალები, ვისია ეგ თვალები? უკვე გვიანია, ყველას სძინავს, ბნელში ვინ დადის? ვინ დაფრინავს? შენ...თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...ნეტავი, ბიჭო შენს დედას!ნეტავი, ბიჭო შენს დედას! ასეთი შვილით იხაროს! ნეტავი, ბიჭო, შენს მამას! რა შვილი გაუზრდიხარო! სწავლაც გიყ...მობრძანდება დეკემბერიუკვე კარი გაიხურა, მიილია ნოემბერი, ზამთრის მაცნე ვერცხლისფერი მობრძანდება დეკემბერი! ყინულის ეტლში შეუბა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026