kids.ge logo

ყველა მარიამს

ფავორიტებში დამატება

მარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,-
შენი სამშობლოს მფარველის.,
სიყვარულით რომ შემოგინახა
ზურმუხტისფერი მთა-ველი.

ქამდე კალთით რომ მოგიტანა
შენი პატარა სამშობლო...
ლოცვა აღუვლინე! ლოცვა აღუვლინე,
მის წილხვედრ მიწაზე ნაშობო!

მარიამ, ეგ შენი ცირი სახელი
ქართველთა მფარველი ფარია,
ქება და დიდება შენს ციურ სეხნიას,
პატარა ქართველო მარიამ!

დალოცვილ მიწაზე გოგმანებ, გოგონი,
ცირი ვარსკვლავის დარია,
ღვთის დედის სეხნიავ, პატარა ყვავილო,
მარიამ! მარიამ! მარიამ!

ქება და დიდება ბრწყინვალე სეხნიას
და ლოცვა-კრიალოსნად გაბმული.
კვლავაც დაფაროს, კვლავაც დაფაროს
ჩვენი საყვარელი მამული!

მაყად ატარე სპეტაკი სახელი,-
ცირი ვარსკვლავის დარია!
სათუთო, ლამაზო ქართულო ყვავილო!
მარიამ! მარიამ! მარიამ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოც სანტაა?!ანიტას კოხტა თოჯინა, ნიკას მანქანა პულტით, ქრისტინეს ჭრელი, ფუმფულა, ბაფთაშებმული კნუტი. ნიკაც თამაშობს, ...დევთამჟლეტიკობამ ხისგან გამოთალა მშვენიერი ხმალი: -ბაყბაყდევი სად ბრძანდება,- ის ლაჩარი, მხდალი? გამობრძანდეს, თუ ბი...პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026