kids.ge logo

ჩემი თბილის-ქალაქი

ფავორიტებში დამატება

სიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი,
მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი!
აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია,
ეს ქალაქი ისე მშვენირია!

სოლოლაკი, მთაწმინდა,-სხვა ადგილი არც მინდა,
თუნდ განთქმული ოქრო-ვერცხლის ბარაქით,
ვერა, ვაკის უბნები... ჩუმად ვესაუბრები,
რომ ერთია ჩემი თბილის-ქალაქი.

და სახოტბო ლექსებით ტკბილად ველერსები,
გულით, გულით-სიყვარულის ზვარაკით,
დიღომსა თუ დიდუბეს, -ეშხით გადაბინდულებს
ფერება ჩემი თბილის -ქალაქი.

ალბათ ფრენა სწადიათ, წლები ისე გადიან,
მოხატულნი ჩვენი ყრმობის ვარაყით.
აქ დღები მიდიან და სიცოცხლეს ფიქრიანს
გულში იკრავს ჩემი თბილის-ქალაქი.

სიყვარული გავუგეთ, გულის კარი გავუღეთ,
წავიკითხეთ სანუკვარი არაკი,
როგორც დედა მშობელი-გულის დამატკბობელი,
სე მიყვარს ჩემი თბილის ქალაქი!

ძველ უბანთა ხავერდებს უფალს გულით ვავაედრებ,
გახაროს მშობლიურმა ალაგმა!
სოლოლაკი, მთაწმინდა... სხვა საუნჯე არც მინდა,
დღეგრძელოს ჩემმა თბილის-ქალაქმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...ტყეშიტყეში ცხოვრობს შველი, დაძუნძულებს მგელი, თეთრქათიბა, ყურგრძელი დაცუნცულებს კურდღელი. ტყეში ცხოვრობს მელია...ცეკვაჩამოუარე მდელოზე ლამაზო ცეკვავ, ქართულო! მიამბე საქართველოზე, ზღაპრულო ცეკვავ, ქართულო! დაისხი, ფრთები და...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026