kids.ge logo

ბურთი

ფავორიტებში დამატება

ბურთი
თურმე მათეს ბებო ანამ
ჭრელი ბურთი მოტანა,
და მას შემდეგ თურმე მათე
დღე და ღამე იმ ბურთს დასდევს.
ბიჭს კი ბავშვები დასდევენ,
მერე მურაც მოქასქასებს.

ყველა მათეს უჯავრდება:
-ბურთს რატომ არ გვათამაშებ?
მეგობრებს სულ არ აფასებ,
რად იქცევი, მათე, ასე?
ყურადღებას არც კი გვაქცევ,
ბრაზი გვახრჩობს, ბოღმა გვავსებს...

თურმე ბებოც ნაწყენია:
-ბიჭო, ნეტა, რას შვრებიო,
მეგობრების ნაცვლად მხოლოდ
ამ ბურთს ეთამაშებიო.
რა, ასე არ გამოვა,
მოიმდურე ბავშვებიო.

ჩემო მათე, ამ საქციელს
ვერა, ვერ მოგიწონებო,
ცოდე, ამ დარიგებას
კვლავ ბევრჯერ მოგონებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...ლილეო... და ახალი წელი!მივულოცავ ახალ წელს, ამას ვეტყვი ჩურჩულით: -დაელოცოს ჩვენს სამშობლოს, ყველა კუთხე-კუნჭული! დაელოცოს ალაზა...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...ბეღურამერცხლის მიტოვებულ ბუდეს არ შორდება ბეღურა. ნეტავ, რატომ ვერ ისვენებს? ნეტავ, რა მოეყურა? ნეტავ, ჩუმი საყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026