kids.ge logo

თამარ დედოფალი ვიყავ

ფავორიტებში დამატება
თამარ დედოფალი ვიყავ,
თავი ძირს აღარ დავიღე,
ზღვაში ჩავყარე სამნები,
ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე;
ქაჯებსა დავდე იჯარა,
ისპაანს ხარჯი ავიღე,
სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,
შაქს საბალახე ავიღე,
სირი მთა გავკაფე,
დიდი შარა-გზა გავიღე;
ღადა-ღუდა ტყე ვირე,
ქვაზე საყდარი ავიგე.
ამდენი საქმის მოქმედმა
ცხრა ადლი ტილო წავიღე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არ მარგოარც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორე...ყაყაჩოსა სიწითლითაყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია, წითელ ნუნუას ვაჟკაცის გული გაუხარებია....ლექსი ვეფხვისა და მოყმისამოყმემ თქვა, პირშიშველამა, შიბნ გავიარე კლდისანი, მოვინადირენ, დავლახენ, ბილიკნი ჭიუხისანი. შამამხვდეს კლ...მკვეხარააქეთ გორასა წიხლსა ვკრავ და იქით გორას ძვრას ვუზამ; ადიდებულსა მდინარეს დავაყენებ და ყლაპს ვუზამ; ას ლიტრ...არშის კლდეს ვეფხი დავკოდეარშის კლდეს ვეფხი დავკოდე სამჯერ საომრად მეტია. ვაჟკაცს გულადზე _ პურადი სამის გაფრენით მეტია; კაცი რომ კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026