kids.ge logo

თუშეთი

ფავორიტებში დამატება

მთაში მიდის ბიჭი ლუკა,
ხელში მომარჯვა რუკა.
ყურადღება, მე ვარ გიდი,
წინ გზა გველის გრძელი, დიდი.

როცა ლაპარაკს დავიწყებ,
გქონდეთ სმენა და თან რიდი,
მთის ამბები არ გეგონოთ
გამოგონილი ან მითი.

მზის ჩასვლამდე უნდა ვნახოთ,
დართლო, შენაკო და დიკლო,
არ შეშინდეთ, ზაფხულია,
დღე გრძელია, ღამემ იკლო.

მთის მწვერვალზე წინ მიუძღვის,
ალპინისტებს ჩვენი გიდი,
მთის და ბარის სიყვარული
გულში უდევს დიდზე დიდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026