kids.ge logo

ექსკურსია

ფავორიტებში დამატება

დილით ადრე უნდა ავდგე,
Რომ მოვაწყო ექსკურსია-
ცუგა, ფისო და მამალი...
გავამზადე დიდი სია.

თხოვთ დროლად გამოცხადდეთ,
რადგან არ მიყვარს ლოდინი,
თქვენს გამო უნდა დავტოვო,
სისხამ დილით მე ლოგინი.

მამლაყინწა ცალკე შენ გთხოვ,
გამიღვიძე დილით ყველა,
ფისოს ტკბილი ძილი უყვარს
იზმორება ცუგრუმელა.

ცოტა უნდა გაგანათლოთ,
ჩაგიტაროთ გაკვეთილი.
პედაგოგი უნდა იყოს,
მშვიდი, სათნო და კეთილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026