kids.ge logo

სწავლა იწყება

ფავორიტებში დამატება

სექტემბერია, სწავლა იწყება,
ჩანთას და წიგნებს მყიდულობს დედა,
ცოტა გრძელი მაქვს ლურჯი შარვალი,
მაგრამ ძალიან მიხდება ზედა.
15 სექტემბერს სკოლაში წავალ,
გრძელი ზარის ხმა მიგვიწვევს კლასში,
“როგორა ხარო? “ - მკითხავს მარიტა
და ძველ სიმორცხვეს ვიგრძნობ მის ხმაში.
“მომენატრეო!” - მეტყვის ილია,
იცრემლება ეგ დათვის ბელი,
გაბადრება ვიცი გიორგი,
გადამეხვევა ორივე ხელით.
გესალმებიან მასწავლებლები,
პატარა რომ ხარ დაგავიწყდება…
სეა, როცა სექტემბერია,
სეა, როცა სწავლა იწყება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *მომილოცე და მაკოცე გამო გარეთ ფიფქი ცვივა, აჰა ქუდი, აქა ქურქი გაგიჟდები ისე ცივა. მომილოცე თოვლი მოდის, ...ნუ მოჭრი - დარგე!დაზამთრდა და ნაძვის ხისთვის ტყეში მიდის გიგო, დიდი ნაძვი უნდა მოჭრას  სახლში წამოიღოს. ხელოვნური ნაძ...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...დევიდევი რისი დევია, თუ არ დაიღრიალა, დევი რისი დევია, გრგვინვით თუ არ იარა. მერე რა რომ ზორბაა, ატყორცნილა მ...* * *კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში, დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში. -ისიც ეყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026