kids.ge logo

სწავლა იწყება

ფავორიტებში დამატება

სექტემბერია, სწავლა იწყება,
ჩანთას და წიგნებს მყიდულობს დედა,
ცოტა გრძელი მაქვს ლურჯი შარვალი,
მაგრამ ძალიან მიხდება ზედა.
15 სექტემბერს სკოლაში წავალ,
გრძელი ზარის ხმა მიგვიწვევს კლასში,
“როგორა ხარო? “ - მკითხავს მარიტა
და ძველ სიმორცხვეს ვიგრძნობ მის ხმაში.
“მომენატრეო!” - მეტყვის ილია,
იცრემლება ეგ დათვის ბელი,
გაბადრება ვიცი გიორგი,
გადამეხვევა ორივე ხელით.
გესალმებიან მასწავლებლები,
პატარა რომ ხარ დაგავიწყდება…
სეა, როცა სექტემბერია,
სეა, როცა სწავლა იწყება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შეყვარებული კუკუ ტრიალებს, ცეკვავს ტანგოს, ხვლიკი ფიქრობს რამე ავნოს... დაუარა განდაგანა, თუ გინახავთ ამისთანა - გაჰკრა...* * *მომილოცე და მაკოცე გამო გარეთ ფიფქი ცვივა, აჰა ქუდი, აქა ქურქი გაგიჟდები ისე ცივა. მომილოცე თოვლი მოდის, ...სახლობანამე და ბებოს გვიყვარს ერთად სახლობანას თამაში, კუბიკებით კედლებს ვაწყობთ, რაა ცუდი ამაში. დედა სულ არ გვეხ...ჭიანჭველაამ პატარა ჭიანჭველას, ეს რამხელა ტვირთი მიაქვს, ბაყბაყ-დევი უნდა ერქვას და პატარა მწერი ქვია. არც მკბენს,...ცივი გაზაფხულიგაზაფხულს აკლია სითბო, ბავშვები ფანჯრებთან დგანან, წვიმის გადაღებას ითხოვს, ლეკვი რომ წკმუტუნებს კართან. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026