kids.ge logo

გ - ედი

ფავორიტებში დამატება

გედი კი განა გგონიათ,
არ გაგაოგნებთ ნადავლით?!
ტალღებზე გარინდებული
ის პრინცესაა ნამდვილი.

გასაცარი სინაზით,
თითქოს გალობას აპირებს,
ხან განდაგანას გაგონებთ,
მისი ლივლივი ნაპირზე.

მაგრამ როდესაც ჭამა სურს,
ჰგავს კარგად გაწვრთნილ აკრობატს,
ფსკერამდე ყვინთავს მოქნილად
და ბალახები ამოაქვს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...ჟ - ეროდღეს სამეფო ჟეროს, ულამაზეს ფრთოსანს, განა თვითმარქვიას, ნამდვილ გვირგვინოსანს, ვაჟი შეეძინა - თეთრპერანგ...ლ - აკლაკი„ქალაქობანას“ თამაშობს ლაკლაკის მთელი ოჯახი. ჩამოირიგეს ფურცლები, კალამიც ყველამ მონახა. ქალაქი „ლ“-ზე ლო...ვ - არხვიხუჭუჭა ვარხვი გინახავთ? ბავშვებო, აბა, გამოტყდით! ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება არის ნამდვილი სამოთხე... ტურ...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026