kids.ge logo

მ - ოლაღური

ფავორიტებში დამატება

მო−ლა−ღუ−რი ფრთა−მა−ლი,
მალ−მალ მოქ−რის მაღ−ლი−დან,
მას ა−რა და ბევრ სხვა ჩიტს,
ეს სისწ−რა−ფე დაღ−ლი−და.

აფ−რი−კა−ში ა−ტა−რებს,
ზამ−თარს ცივს და სუს−ხი−ანს,
გულ−ზე თით−ქოს ყვი−თე−ლი
სა−ღე−ბა−ვი უს−ვი−ა.

მზის ჩასვ−ლას და ა−მოსვ−ლას,
ე−გე−ბე−ბა გა−ლო−ბით,
ყუ−რი უნ−და მი−უგ−დო,
თუ გინ−და რომ ხა−რობ−დე.

ამტ−კი−ცე−ბენ პა−პე−ბი,
ბე−ბო−ებ−საც ჰგო−ნი−ათ,
რომ ეს ჩი−ტი გა−ლო−ბით
ამ−ბობს: „ბი−ჭო გოგიას!“

უს−მე−ნენ და არ სჯე−რათ -
არც მა−რის და არც სო−სოს,
„თუთაბალა“ ჰქვი−ა და
ბლის შე−მოსვ−ლას გვამც−ნობ−სო.

რო−მე−ლი−ა მარ−თა−ლი
ვერ მო−რიგდ−ნენ ა−მა−ზე,
მეც და−ვუგ−დე ყუ−რი და
ხან ი−სე−ა... ხან ა−სე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვ - არხვიხუჭუჭა ვარხვი გინახავთ? ბავშვებო, აბა, გამოტყდით! ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება არის ნამდვილი სამოთხე... ტურ...უ - ფეხურაუფეხურას უყვარს ტყეში შენიღბულად ცხოვრება, სასაცილო ფრინველია, დიდთავა, დიდთვალება. უფრო მურა ფერისაა და ...ჯ - ეილურჯთვალება ჩიტი ჯეი, თავს იწონებს ლურჯ კაბაში, ჯინჯილები დაიკიდა, თან ჯადოსნურ სუფრასაც შლის. ჯამით დადგ...წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026