kids.ge logo

ყ - ანჩა

ფავორიტებში დამატება

ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
ბა, მოსწიეთ ყურები!
მოგზაროდნენ ერთხელაც
ბუნებისმოყვარულები.

ჰოდა, ჩამოსხდნენ ტბის ახლოს,
რომ გამართათ სადილი,
ყლორტებს ჩალის და ლერწამის
სულ დაფარა ნაპირი.

ცებ გაისმა ჭახანი
და სადღაც თოფი გავარდა,
აქ ნადირობა და სროლა
აკრძალულია არადა...

ყური მიუგდო სუყველამ,
აღშფოთებული ირით,
ფიქრეს: „ალბათ შემოძვრა
ცბირი ბრაკონიერი..“

თურმე ნუ იტყვით, ყანჩაა,
დგას აფხორილი, მშირი
და ატყაპუნებს გრძელ ნისკარტს,
თოფის ხმასავით ძლირად

ერთს კიდევ გეტყვით ყანჩაზე,
(ვერ დავიწყებთ ვერასდროს),
ის ერთადერთი ჩიტია,
ვინც თავის შვილებს ვერა სცნობს.

თუმცა, სრულებით არ არის
ცუდი დედა და ბებია,
როგორც კი ჩეკავს მართვეებს,
მაშინვე ეფანტებიან

და მერე, იცით, რას შვრება?
სადაც კი გადაეყრება,
ამქვეყნად სუყველა მართვეს
თავის შვილივით ექცევა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რეინჯერი თომაგაზაფხულდა, გამოცოცხლდა, ჭალის ყველა ბინადარი, მზის სხივებით მოფენილი, აბიბინდა მთა და ბარი... გაეღვიძათ ...დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...ხ - ოხობიხოხობს გაგაცნობთ, ბავშვებო, და ვხარობთ უკვე ამ ამბით, ხალხი ამბობს რომ არა ჰყავს ჩვენს კოლხურ ხოხობს ბადა...ს - ირაქლემაის აფრიკის მშვენებაა, ჩიტია და აქლემს მოჰგავს, სულ არ იცის ცაში ფრენა, სირბილში კი თავს არ ზოგავს. გადაწო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026