kids.ge logo

ჭ - ოტი

ფავორიტებში დამატება

ჭრელი ჭოტი - ბუკნაჭო,
კივის: „რატომ გათენდა?!
მზე თვალებში მაჭყიტებს,
მომაშორეთ აქედან!“

ჭანჭურიდან აჭყივლდნენ
ჭინჭრაქა და ჭილყვავი:
„კარგად ყოფნა თუ გინდა,
ნორმალური იყავი!

საეჭვო ხარ, ჭირიმე,
კუღმართად შექმნილი,
დღისით - თვალდახუჭული,
ღამით - თვალდაჭყეტილი“.

ბუკნაჭომ თქვა: „რას ერჩით,
ჩემს მოდგმას და ნათესავს?!
თაგვებისგან ხომ ვიცავ,
ღამით ნახნავ - ნათესებს!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩ - იტბატონაჩიტბატონას ამბავი განა მონაგონია?! უხსოვარ დროს მიწაზე ცეცხლი არა ჰქონიათ. ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ, ჩიორები...ნ - ამგალაერთ დილასაც რომ გათენდა, ცელქი გოგო ნინო ადრიანად გაეშურა ტყეში სასეირნოდ... ნიავმა რომ დაუბერა და გაფანტ...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026