kids.ge logo

ჰ - არპი

ფავორიტებში დამატება

ყველა ჩიტი არ გეგონოთ
ღუნღულა და უწყინარი,
მაგათაც ჰყავთ, პატარებო,
ერთი გველეშაპის დარი.

თუ გამოჩნდა იგი ცაზე,
ღარ არის იქ დრო მოცდის,
ჰარპი ჰქვია და ნამდვილად
ფრინველებში არის მონსტრი.

რომ შეხედავ, შეგაშინებს,
გამჭოლ მზერით, ტანად სრული,
თითქოს ადამიანს ჰქონდეს
ჩიტის ფორმა გადაცმული.

ჰარპი ჰაერს რომ მიპობს,
თითქოს ელვამ გადირა,
ამ დროს ყველა ფრინველს უჯობს,
რომ არ სტვენდეს ჰარი-ჰარად.

მსხვერპლს თუ მოჰკრა ჰარპმა თვალი,
არ აშინებს სულაც მტერი,
გინდ უძახე: „ჰაუ, ჰაუ“
გინდ უძახე: „ ჰერი, ჰერი...“

დაცხრება თავს საკბილოს,
ჰგავს სისწრაფით ჰარპი ვულკანს,
რას მეტრზე ხედავს კენჭებს,
კლანჭები კი ალმასს უგავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...ლ - აკლაკი„ქალაქობანას“ თამაშობს ლაკლაკის მთელი ოჯახი. ჩამოირიგეს ფურცლები, კალამიც ყველამ მონახა. ქალაქი „ლ“-ზე ლო...კ - ოდალააკაკუნებს კოდალა, კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კა-კა-კა... ის ტყის სანიტარია, დროს ტყუილად არ კარგავს: - ქალბატონო ა...ც - ოცია კლდისგამოცხადდა შეჯიბრი, კლდეზე ცოცვა იწყება, არემარე ჩიტების ჟრიამულით ივსება. ცერზე დგება ციცაბო კლდესთან ცი...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026