kids.ge logo

ზარმაცი თინა

ფავორიტებში დამატება

მზემ ცხრა თვალით შემოგვცინა,
გაგვინათა ბინა,
აქ ლოგინში რომ გორაობს
ვინღა არის, ვინა?
ფისომ პირი დაბანა,
შენ კი ისევ გძინავს?
არ გრცხვენია შე ზარმაცო,
ძილიგუდა თინა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026