kids.ge logo

ბალი და ლალი

ფავორიტებში დამატება

ხის წვეროზე შერჩენილა,
ერთი მუწა ბალი
და იმ ბალის შეჭმის სურვილს
შეპყრია ლალი.
ხეზე ასვლა უნდა, მაგრამ
შინია კიდეც,
ბოლოს ჩვენმა ლალიკუნამ,
მოათრია კიბე.
ხის წვეროზე ავიდა და
მოიწვდინა ბალი,
შეჭამა და სიხარულით,
კისკისდა ლალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *ჩემი წკმუტუნა ბათურა, კუდთეთრა, ტანად მუქია, ჯერ პატარაა, სულელი, აფრთხობს თვით მთვარის შუქია....თუმც, არ გაჩნდა ძამიკო იცით? გუშინ დაიკო შეეძინა ნიკას, ძამიკო კი ერჩივნა, სიმართლე რომ გითხრათ. "მაგას რა ვეთამაშო ფეხბურთი თუ ...აბა, გამოიცანიწუხელ კოღომ ჩემს ყურთან რომ გააბა წუილი, მართალი თუ ტყუილი? ფისოს ხეზე ასვლაში რომ არა ჰყავს ბადალი, ტყუი...თინა და ლილი ლილი – კლასობანა ვითამაშოთ მოდი, ჩემო თინა, ნახე, გამოიდარა, რას უზიხარ შინა? თინა – თამაში კი , კარგია, ...ჭკვიანი ნანაბაღში ქორფა ბალახს თელავს პაწაწინა ნანა, აქეთ ბებო უჯავრდება, იქიდან კი მამა. -გამო აქეთ, ბალახს ტკივა, შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026