kids.ge logo

სალომე, თაკო და ბორენა

ფავორიტებში დამატება

სალომე - სკოლობანას ვთამაშობდით,
მე, თაკო და ბორენა,
წამდაწუმ ხელს მიშლიან,
გაჩერებ ორ ენას?
თაკო - ეს მე მკითხე სალომე მასწ.
ბორენა - მე არ ვიცი განა?
ანგარიში არ მეშლება
და ზეპირად თანაც.
თაკო - შენზე კარგად მე ხომ ვიცნობ
ნოტებსა და გამებს?
ბორენა - მუსიკაში თუ მაჯობე,
უჰ, უჰ დიდი რამე!
თაკო - შენზე კარგად მე დავხატე
ენძელა და ია,
ბორენა - ერთი მითხარ "კლასის თვალი"
მე თუ შენა გქვია?!
თაკო - მე ლამაზად წერა ვიცი!
ბორენა - ეგ მეც შემიძლია!
სალომე- კინკლაობენ...რომელს ვკითხო,
ვეღარ გამიგია.
კამათეს, არ გაჩუმდნენ
მატკივეს თავი,
ეგ უწესო მოსწავლენი
მოვიშორე ზარით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუმც, არ გაჩნდა ძამიკო იცით? გუშინ დაიკო შეეძინა ნიკას, ძამიკო კი ერჩივნა, სიმართლე რომ გითხრათ. "მაგას რა ვეთამაშო ფეხბურთი თუ ...ლიკას ცოდნის საიდუმლოერთჯერ ერთი რამდენია? ეკითხება მამა ლიკას, ლიკამ უმალ სასაცილოდ ერთი თითუნა აბზიკა. ნულს რომ ერთი მივუმატ...* * *დედი, ცაზე ვარსკვლავები, ხომ ძალიან ბევრია? ერთი როცა ვარდნას იწყებს, სხვები რად არ შველიან?...გულმავიწყი ბებიაშუბლხატულა ბოჩოლა დაეკარგა ბებიას, მას ძებნაში გია და ლია ეხმარებიან. სამივენი ეძებენ, მოიარეს მთა - ბარი...კულტურული ბატკანილევანიკოს ბაბუამ მოუყვანა ბატკანი, უცნაური რამეა, აკრთობს ქათმის კაკანიც. ჩვენს ხბოს დაუმეგობრდა, მუდამ ე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026